შეხედეთ (Remote Desktop) პროცესს სულ სხვა თვალით! თქვენ იცით, როგორი იყო დაშორებული მართვა აქამდე: ნელი და დამღლელი. AnyDesk-ის შექმნისას ჩვენ გადავდგით ნაბიჯი უკან და დავსვით ფუნდამენტური კითხვები: როგორ უნდა მუშაობდეს დაშორებული მართვა? რისი მიღწევაა შესაძლებელი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით? სწორედ ასე, ნულიდან შევქმენით AnyDesk. მისი მთავარი ბირთვია DeskRT: ახალი, ეფექტური გამოსახულების გადაცემის ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისებისთვის შეიქმნა. ეს AnyDesk-ს აძლევს გადამწყვეტ უპირატესობას. კონკურენტები მხოლოდ ირწმუნებიან, რომ უზრუნველყოფენ გამოსახულების შეუფერხებელ და უწყვეტ გადაცემას, თუმცა AnyDesk — მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა სამუშაო მაგიდის დაშორებული მართვისთვის — ნამდვილად ასრულებს ამ დაპირებას. AnyDesk-ით შესაძლებელი გახდა ისეთი ამოცანების შესრულება, რომლებიც წარმოუდგენელი იყო ძველი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას.
uTorrent
qBittorrent