Aura — ეს არის დღისისა და ღამის ტყის ხმები. ხმის ჩასართავად ან გამოსართავად საკმარისია ხატულაზე (Icon) მხოლოდ ერთი დაწკაპება. „მართვის პულტი“, რომელიც გამოისახება ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერისას, საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ ჩიტების, ჭრიჭინების, ნაკადულის, ჩანჩქერის, წვიმის, ქუხილის, კოცონის, ცხოველების, ფლეიტის, გიტარის, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოს ხმიანობა. გარდა ამისა, შეგიძლიათ დააყენოთ აურების ავტომატური ცვლა (მითითებული პერიოდულობით ან დღე-ღამის დროის შესაბამისად), მიუთითოთ პროგრამის ავტომატური გაშვება კომპიუტერის ჩართვისას და აირჩიოთ კომპიუტერის ავტომატური გამორთვა მითითებულ დროს (მათთვის, ვისაც ტყის მშვიდი ხმების ფონზე ჩაძინება უყვარს).
ბუნებისა და ინსტრუმენტების ხმები: ტყის, წვიმის, ნაკადულის, კოცონის, ფრინველების, ცხოველებისა და აკუსტიკური ინსტრუმენტების (ფლეიტა, გიტარა, ვიოლინო) რეალისტური აუდიო ეფექტები.
მოქნილი რეგულირება: თითოეული ხმის ინტენსივობისა და სიხშირის ინდივიდუალური მორგება.
ავტომატური ცვლა და ტაიმერი: აურების ავტომატური ცვლილება დღე-ღამის დროის მიხედვით და Sleep Timer კომპიუტერის გასათიშად.
მარტივი მართვა: მუშაობს სისტემურ ტრეიში (System Tray), რესურსების მინიმალური მოხმარებით.
ოფიციალური საიტი
დღის ტყის ხმოვანი ფონი
დღის ტყის ფრთოსანი ბინადარნი
ჭილყვავები და ყვავები დღის ტყეში
კოდალები
გუგულები
კალიები
ღამის ტყის ხმოვანი ფონი
ღამის ტყის ფრთოსანი ბინადარნი
ბულბულები
ბაყაყები
ღამის ტყის ცხოველები
ფრინველების ახლოს გადაფრენა
მწერების ახლოს გადაფრენა
ქარი ტყეში
ნაკადული და ჩანჩქერი
წვიმა
ქუხილის ხმა (ისმის მხოლოდ წვიმის დროს!)
კოცონი
გიტარა
გარმონი
ფლეიტა
ყოველსაათური ხმები
მაღვიძარას ხმები