EXE.GE-ს დაემატა ახალი ონლაინ ჩათი — xChat
ჩათში გამოჩნდება ონლაინ მყოფი მხარდაჭერის ოპერატორები. შეტყობინების გაგზავნა შეუძლიათ როგორც სტუმრებს, ისე ავტორიზებულ მომხმარებლებს. ავტორიზაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკუთარი შეტყობინებებისა და წინა მიმოწერის ნახვაც.
უსაფრთხოების მიზნით, სტუმრის მიერ ჩათის პირველად გამოყენებისას საჭიროა მარტივი დადასტურების გავლა. ჩათი მუშაობს რეალურ დროში და ახალი პასუხის მიღებისას მომხმარებელი შეტყობინებას რეფრეშის გარეშე მიიღებს.
xChat ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია Beta რეჟიმში და ეტაპობრივად დაემატება ახალი შესაძლებლობები.