AutoCAD-ი წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს 2D და 3D პროექტირების გადაწყვეტილებებს შორის. 3D მოდელირება, თავისი თვალსაჩინოების წყალობით, საშუალებას იძლევა დააჩქაროს საპროექტო სამუშაოები და დოკუმენტაციის მომზადება, უზრუნველყოს მოდელების ერთობლივი გამოყენება და ახალი იდეების განვითარება. მანქანური სწავლების (Machine Learning) ტექნოლოგიით აღჭურვილი AutoCAD-ი მომხმარებლებს საპროექტო პროცესების ფართო სპექტრის ავტომატიზაციის შესაძლებლობას უხსნის. AutoCAD-ისთვის ხელმისაწვდომია ათასობით დანამატი, რაც მომხმარებელთა ყველაზე ფართო წრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. AutoCAD-ი იძლევა ყველაზე რთული საპროექტო ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობას. ნებისმიერი ფორმის შექმნის ინსტრუმენტებით მოდელირდება ყველაზე მრავალფეროვანი სხეულები და ზედაპირები; პროექტების შემოწმების დრო მნიშვნელოვნად მცირდება; პარამეტრული ნახაზები გეხმარებათ ყველა საჭირო ინფორმაციის ხელთ ქონაში. საპროექტო იდეების ვიზუალიზაცია შესაძლებელია PDF ფორმატში, ასევე მათი რეალიზება 3D ბეჭდვის მეშვეობით მიღებულ მაკეტებში. იდეები რეალობად ასე სწრაფად ჯერ არასდროს ქცეულა.
uTorrent
qBittorrent