Deus Ex: Game of the Year Edition - მოკლე თარგმანი Deus Ex, უდავოდ, ჟანრის შედევრი და "ცოცხალი ლეგენდაა". ეს არის თამაში პირველი პირის შუტერისა და როლური თამაშის (RPG) ჟანრების გასაყარზე. მთავარი მახასიათებლები: თქვენი არჩევანი მნიშვნელოვანია: თამაში მოიცავს მრავალდონიან სიუჟეტს და ინტერაქტიულ გარემოს. აქ არ არსებობს "საუკეთესო" გზა — მოტყუება, ჰაკინგი, სტელსი თუ ღია ბრძოლა; მნიშვნელოვანია მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილება. პერსონაჟის მოქნილი განვითარება: ნებისმიერი განახლება და უნარი (იმპლანტი/ნასწავლი სკილი) გავლენას ახდენს გეიმპლეიზე და ხსნის ახალ შესაძლებლობებს. ჯილდოები: თამაშმა მოიგო 40-ზე მეტი "წლის თამაშის" ჯილდო, მათ შორის ჯილდოები საუკეთესო დიზაინისა და ინოვაციისთვის (Game Developers Choice Awards, 2000).
განახლება 11.10.2025 / განახლდა v.1.7.4 ვერსიამდე.
ამ რელიზის ინსტალაცია არ არის საჭირო. წაიკითხეთ დაყენების ინსტრუქცია.
როგორ განვაახლოთ აქამდე გადაწერილი ძველი ვერსია:
იწერთ ამ ახალ ტორენტ ფაილს და თქვენს ტორენტ კლიენტში როდესაც გაუშვებთ უთითებთ იმ ადგილს ზუსტად, რა ადგილიც ძველი ჩაწერილი ტორენტის დროს მიუთითეთ. დავუშვათ ძველი რელიზი ჩაიწერეთ D/Games ში, ახლაც ამ ახალი ტორენტითაც მიუთითებთ კვლავ D/Games ტორენტ კლიენტი დაიწყებს ფაილების შემოწმებას, შეივსება Checking 100%-მდე და შემდეგ დაამატებს ანუ გადმოწერს განახლებულ ფაილებს. აუცილებელია უკვე ჩაწერილი თამაშის საქაღალდეზე სახელი არ გქონდეთ შეცვლილი. თუ ტორენტ კლიენტი პირდაპირ გადმოწერას დაიწყებს და შემოწმებას არ დაწერს, ე.ი არასწორი ადგილი მიუთითეთ.
1. ჩამოტვირთეთ და ამოაარქივე.
2. ორიგინალი თამაშის გაშვება ხდება ფაილით: ...System\DeusEx.exe. / მოდიფიკაციის Revision-ის გაშვება ხდება ფაილით: ...Revision\System\Revision.exe
3. რუსული ტექსტური თარგმანი მოწოდებულია ცალკე (არქივში მოთავსებულია ფაილები როგორც ორიგინალის, ისე Revision-ის ვერსიებისთვის).
Deus Ex Revision (DLC):
Deus Ex: Revision არის კლასიკური თამაშის მოთამაშეების მიერ შექმნილი განახლებული ვერსია, რომელიც Steam-ზე ხელმისაწვდომია როგორც უფასო DLC. გაუმჯობესებები: მოიცავს ახალ გარემოს, ესთეტიკას, გადამუშავებულ საუნდტრეკს და ახალ სამყარო ელემენტებს. მოდიფიკაციები: ინტეგრირებულია ფანების საუკეთესო მოდიფიკაციები, მათ შორის Direct3D 9 რენდერინგი, მაღალი რეზოლუციის ტექსტურები და გაუმჯობესებული 3D მოდელები, რომლებიც სრულად იყენებენ თანამედროვე კომპიუტერების შესაძლებლობებს. დამატებითი კონტენტი: გთავაზობთ 35-მდე ინდივიდუალურ გეიმპლეის მოდიფიკატორს (Shifter, BioMod და ა.შ.) განმეორებითი თამაშის გამოცდილების გასამდიდრებლად.